ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე პლასიდო დომინგოს მიერ დაფუძნებული საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსი „ოპერალია” დასრულდა. მისი გამარჯვებული ქართველი მეცო-სოპრანო ეკატერინე ბუაჩიძე გახდა.
ეკატერინე ბუაჩიძე პირველი ქართველი მომღერალია ვინც ამ კონკურსის ფინალში მოხვდა და გაიმარჯვა. პირველი პრემიის გარდა მან მიიღო შემდეგი პრიზები:
The Pepita Embil Prize – Zarzuela ს კატეგორიაში;
Rolex Prize of the Audience – აუდიტორიის პრიზი.




