ქართველი მეცნიერი ანტარქტიდაზე | ექსპედიცია მყინვარების შესასწავლად მიემგზავრება

ექსპედიცია ისტორიული მისიის შესრულებას იწყებს – ანტარქტიდაზე მსოფლიოს მეცნიერებთან ერთად მყინვარების შესასწავლად ქართველი გლაციოლოგიც გაემგზავრება. კიდევ ერთი ქართველი მეცნიერია, რომელიც იქ იმუშავებს, თუმცა პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩავა ანტარქტიდაზე. ტიელიძე სულ მცირე ორი თვე დააკვირდება მყინვარის ქცევას, როგორ შეიცვალა ის ბოლო წლებში და რა გავლენა მოახდინა მასზე კლიმატურმა ცვლილებებმა.