ქართველი დიზაინერი აბესოლომ ყაველაშვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტის — Apple-ის არტ-დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად დიზაინერი აქვეყნებს.
აბესოლომ ყაველაშვილი მუშაობდა უფროს დიზაინერად საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში Turner Dacrosse-ში, სადაც მონაწილეობდა ისეთი მსოფლიო ბრენდების კრეატიული პროექტების დიზაინში, როგორებიცაა: Coca-Cola, Samsung, Chime და Walmart.
მის პორტფოლიოში ასევე შედის თანამშრომლობა წამყვან ქართულ კომპანიებთან — მათ შორის: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, სადაზღვევო კომპანია IC Gureli და ბორჯომი.
აბესოლომ ყაველაშვილი ამჟამად ცხოვრობს სან-ფრანცისკოში, სადაც მუშაობს 3D Motion Design-ის მიმართულებით.
