ქართველი გულშემატკივრები გერმანულ პოლიციას დაუპირისპირდნენ [VIDEO]

ქართველი გულშემატკივრები გერმანულ პოლიციას დაუპირისპირდნენ. “ტაბულას” რეპორტიორის ცნობით, დაპირისპირება ერთი ადამიანის დაკავებას მოჰყვა. პოლიციამ ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, რომ დაკავებულმა პიროტექნიკა ისროლა, რისი გამოყენებაც დორტმუნდში აკრძალულია.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
წყარო: ტაბულა