ქართველი გოგოები მსოფლიო სცენაზე: ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოდელები – Marao

ქართველების წარმატება მსოფლიოში ახალი თემა არ არის: არა ერთი მოდელი, მსახიობი თუ მომღერალი არსებობს, რომლებმაც მსოფლიო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ამ სტატიაში სწორედ წარმატებული ქართველი მოდელების შესახებ მოგიყვებით:
მატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).
თათია ახალაია
თათია ახალაია სააგენტო IC MODELS MANAGMENT- ის საერთაშორისო მოდის სამყაროში 2017 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: MIU MIU, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Christian Siriano და სხვები.
მარიშა ურუშაძე
მარიშა ურუშაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც მოდის კვირეულის ისეთი მაღალი დონის ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა როგორიც არის Marc Jacobs და Gucci, აღსანიშნავია რომ მან 2017 წელს Gucci-სთან ექსკლუზიური კონტრაქტიც გააფორმა.
ეთო მიგრიაული
ეთო მიგრიაული თანამედროვე ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობს. კარიერა კი თბილისში, ადგილობრივ მოდის კვირეულზე, ქართველ დიზაინერებთან მუშაობით დაიწყო.
ლიკა რიგვავა
ახალგაზრდა გოგონა პოდიუმზე “Mercedes Benz Fashion Week თბილისიდან” გამოჩნდა. სწორედ იქ იხილა მოდელი ცნობილი გამოცემის, Vogue-ის წარმომადგენელმა და 5 საუკეთესო ქართველ მოდელ გოგონას შორისაც დაასახელა.