ქართველი ბიზნესმენის გრანდიოზული ქორწილი ათენში

სა­ბერ­ძნეთ­ში, ათე­ნის რი­ვი­ე­რა­ზე, ბიზ­ნეს­მენ გი­ვი­კო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­სა და მისი რჩე­უ­ლის, მა­რი­ა­მის, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. წყვილ­მა სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ჰარ­მო­ნი­ით გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი, ტბა ვუ­ლი­აგ­მე­ნი (Lake Vouliagmeni) შე­არ­ჩია.

ეს უნი­კა­ლუ­რი ტბა, რო­მე­ლიც კარ­სტულ მღვი­მე­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს სა­სი­ა­მოვ­ნო ტემ­პე­რა­ტუ­რას და კლდე­ე­ბით შე­მო­სა­ზღვრუ­ლი პე­ი­ზა­ჟით გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზეს ქმნის.

ქორ­წილს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სტუ­მა­რი და­ეს­წრო, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩაფ­რინ­დნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ: მი­ლი­ო­ნე­რი თოშა ქე­ბუ­რია, მე­უღ­ლეს­თან, ქეთი ჟღენ­ტთან ერ­თად, ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ოჯა­ხი, მო­დელი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ოთო ხუ­რო­ძეს­თან ერ­თად და სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი.

 

  • ვინ არის გი­ვი­კო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი?

გი­ვი­კო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი გახ­ლავთ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Noxtton-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ეს ამ­ბა­ვი 2016 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მან და მის­მა პარტნი­ორ­მა, გი­ორ­გი ჯა­ვა­ხი­ძემ, გა­და­წყვი­ტეს და­ე­არ­სე­ბი­ნათ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. დღეს Noxtton სამ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 10-ზე მეტი ქვეყ­ნის ბა­ზარს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

გი­ვი­კოს თქმით, კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას არა მხო­ლოდ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, არა­მედ სწო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რა და გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წვლი­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს. მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა გა­მოც­დი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, არა­მედ “ყვე­ლა­ზე ჯუ­ნი­ო­რი“ წევ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან მისი წარ­მა­ტე­ბა მთლი­ა­ნად კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…