mundodeportivo წერს, რომ დიდი შანსია, საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ამ ზამთარს “რომას” მიაშუროს. გამოცემა ჩვენებურს “ქართველ ბენზემას” უწოდებს და იტალიურ მედიაზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ “ჯალოროსი” მალე ფრანგულ მხარეს ოფიციალური 30 მილიონიანი წინადადებით მიმართავს და ტრანსფერიც შედგება.
“ის შემტევი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ფორვარდი. ის ბომბარდირია, მაგრამ ეს თვისება არ არის ერთადერთი და არც მთავარი, რაც მას ევროპულ გიგანტში თამაშის შემძლეა ფეხბურთელად თვლის.
ზემოაღნიშნული ყველა მიზეზის და ალბათ იმის გამოც, რომ ლიონში დაიბადა, გიორგი მიქაუტაძეს დიდი
ხანია კარიმ ბენზემას ადარებენ და მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ზემოთხსენებულ ფრანგულ გუნდშია, მან შესაძლოა, მალე კლუბი შეიცვალოს.
როგორც ჩანს, კლაუდიო რანიერის “რომა” დიდადაა მოწადინებული მის დასამატებლად და 30 მილიონიანი წინადადებაც მოამზადა. მათ სურთ, რომ “ქართველი ბენზემა” სეზონის მეორე ნახევრიდან და სამომავლოდ “რომას” ფორმას ატარებდეს”, – წერს გამოცემა.
იტალიურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ მიქაუტაძის ტრანსფერით “ვესტ ჰემიცაა” დაინტერესებული, მაგრამ “რომას” კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან “ჯალოროსი” 30 მილიონ ევროს იხდის, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი “ლიონი” კი ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყვის და თანაც, ეს თანხა მათ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.
სათქმელია თავად ფეხბურთელის პოზიციაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ამ სეზონში “ლიონის” დატოვებას არ აპირებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ქართულმა ოცნებამ დააანონსა რომ არაბები უპრეცენდენტო 6 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ საქართველოში, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ერთი ნაწილი სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს, ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდაო. მეორე ნაწილი კი ფიქრობს რომ ეს ყველაფერი საშიშია, რომ ამ ე.წ. ინვესტიციით ისარგებლებს ძალიან ვიწრო ჯგუფი და ზოგადად ხალხის კეთილდღეობისთვის არც არაფერი შეიცვლება! პირიქით! გავიხსენოთ ნამოხვანის პროექტი, თურქეთთან დადებული კაბალური და საქართველოსთვის აბსოლუტურად წამგებიანი ხელშეკრულება, რაც სხვა არაფერი იყო თუ არა ხელისუფლების მიერ ქვეყნის გაყიდვა და ღალატი, კორუფციული სქემით ერთი მუჭა ნაძირლების გამდიდრება. საქართველოში პარაზიტული დამოკიდებულება და სხვის ხელს შემყურეობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკაზე პრიმიტიული და დილეტანტური წარმოდგენები, როგორიცაა მაგ: ბორჯომი და მანდარინი გვარჩენს, არ გამართლდა. ზოგი ამბობდა რომ გერმანია ქართველმა შევარდნაძემ გააერთიანა და რა უჭირს გერმანიას 5 მილიონი ქართველი რომ შეგვინახოსო. 🙂 90-იანი წლებიდან გვესმის საქართველოში ბოდვები ე.წ. უცხოურ ინვესტიციებზე, ესა და ეს შემოვიდაო, ამდენი და ამდენი დააბანდაო და მერე რა? შეიცვალა რაიმე საქართველოს მოსახლეობისთვის? არც არაფერი. ქართველები გარბიან ქვეყნიდან და მათ ადგილს სხვა ერები იკავებენ. უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია და არცერთი სახელმწიფო კაპიკს არ დახარჯავს აქ ისე რომ ინტერესები არ გააჩნდეს! ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართო, დერეფანი ვიქნებითო, ჰაბიო, წამოვწვებით და უცხოელები შეგვინახავენო. ასე არ ხდება! სახელმწიფო ასე არ ვითარდება! ქვეყანა რომ განვითარდეს მას უნდა ჰყავდეს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა. სახელმწიფოს განვითარებისთვის საჭიროა განათლება, მეცნიერება, ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარება, ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანი მოახდენს საკუთარი უნარების რეალიზებას და ა.შ. პირველ რიგში ქვეყანას უნდა ჰყავდეს ოფიციალური ხელისუფლება და არა ჩირგვებში დამალული ყუფარია მამაძაღლი, რომელიც კაცმა არ იცის ვის და რაზე ევაჭრება ქართული სახელმწიფოს სახელით! გასაგებად გვითხრა უკვე რუსთაველმა რომ ვაჭარი ვერ იქნება ქვეყნისთვის მეომარი! ბიზნესმენებს კანონით უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა! ბოლო 30 წელია საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებობს ხიდჩატეხილობა, ხელისუფლებები თავისთვის თავიანთ საქმეებს აკეთებენ და ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. არაბები რომ შემოგყავთ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების არ იყოს, ჯერ ხომ უნდა უთხრათ ხალხს კონკრეტულად რა სახის ინვესტიციებია, რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რა რისკები არსებობს და ა.შ. ამ ყველაფერზე ხომ უნდა მიდიოდეს მსჯელობა და კამათი ტელეეთერებში? მაგრამ ეს ყველაფერი რა საჭიროა, როდესაც ქვეყანას ერთი პირი მართავს, რომელიც ოფიციალურად არანაირ თანამდებობას არ იკავებს და შესაბამისად არც პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყნისა და ხალხის მიმართ?