ქართველი არბიტრები კონფერენს ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან
უეფა-მ ქართველი არბტრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და კონფერენს ლიგის მატჩებზე დანიშნა.
17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B6 ჯგუფის მატჩებს ქართველი არბიტრები – თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი განსჯიან. მინიტურნირში, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების გარდა, სლოვენიისა და მოლდოვის გუნდები მონაწილეობენ – მატჩები 6-დან 12 მარტის ჩათვლით სკოპიეში გაიმართება.
ქართველები იმსაჯებენ კონფერენს ლიგაზეც, სადაც კვიპროსული „პაფოსი“ შვედურ „იურგორდენს“ დაუპირისპირდება – მერვედფინალის პირველი მატჩი 6 მარტს კვიპროსში გაიმართება. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილია, ვიდეო რეფერის ასისტენტი – ალეკო აფციაური.
1tv.ge
