ქართველიშვილი: ბუზების კატლეტისაგან გარჩევა საქართველოს არასდროს შეშლია

„რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას – ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, „ვივამედში” უკრაინის მოქალაქის „პატიმრობასთან” შედარების მოყვანის მიზნით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა, მათ შორის, არახამიასნაირთა პოლიტიკაში ყოფნის დამსახურებაა.
„ბუზების კატლეტისაგან გარჩევა საქართველოს არასდროს შეშლია – არც უკრაინის და არც აგრესორი ს მიმართ, სადაც თითოეული ჩვენი „რუსეთუმეობა“ მხოლოდ ქვეყნის სრულ (!) დეოკუპაციაზე გადის. ასევე, არაფერი შეგვშლია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, გნებავთ ში და გნებავთ – საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„არახამიასებრი” ჭკუის დამრიგებლების ადგილას, სააკაშვილის გათავისუფლების აკვიატებული მოწოდების მაგივრად, თუნდაც იმ ექვსი უკრაინის მოქალაქის ბედით დავინტერესდებოდი, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები და მოხალისეები „დარიალის” გამშვებ პუნქტზე თვეებია საკვებით და სიგარეტით ამარაგებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ „არახამიასებრი” საკონსულო თბილისში არ ახდენს საკუთარი, უსაბუთოდ დარჩენილი მოქალაქეების ელემენტარულ იდენტიფიცირებას.
სანამ სააკაშვილის ბედზე გაგვიბედავდნენ ხმამაღლა საუბარს, „არახამიასებრთა” ყურადღებას მივაქცევდი „ემნესთი ინთერნეიშენელზის” უკანასკნელი ანგარიშების მიმართ, სადაც ნათლადაა აღწერილი უკრაინის ციხეებში არსებული მდგომარეობა. და რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას – ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, „ვივამედში” უკრაინის მოქალაქის „პატიმრობასთან” შედარების მოყვანის მიზნით.
უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი „არახამიასებრთა” ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!