ქართველიშვილი: …აწ განსვენებული ნავალნი არც აპირებდა ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდას

“ნავალნი 15 წელი თვლიდა, რომ რუსეთის რაკეტებს грызун-ები უნდა გაენადგურებინა,” – ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსი ოპოზიციონერის ალექსანდრე ნავალნის პოლიტიკურ ხედვებს და აცხადებს, რომ ის წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე იყო და მხოლოდ მას შემდეგ მოიხადა ბოდიში, რაც სააკაშვილის გადარჩენის ფასიან პროგრამაში ჩასვეს.
„სანამ სააკაშვილის გადარჩენის ფასიან პროგრამაში არ ჩასვეს – 2023 წლის აპრილამდე, აწ განსვენებული ნავალნი, არც აპირებდა ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდას. 15 წელი თვლიდა, რომ რუსეთის რაკეტებს грызун-ები უნდა გაენადგურებინა, იმავე სააკაშვილის „თამადობით”, რომლის გადარჩენის კამპანიაშიც ჩაერთო 2023 წელს. იმედია, მისი ოჯახი ჩალაძე/ალასანიას წყვილის მიმართ განაწყენებული არ დარჩენილა.
მოკლედ, მიცვალებულზე ან კარგს იძახიანო, ან არაფერს სიმართლის გარდა. დანარჩენზე უფლის ნებაა ყველაფერი,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა