ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ

„ძალიან მძიმე ამბავი იყო 26 მაისი. იმიტომ, რომ თუკი კიდევ რაღაც პროპაგანდისტული ახსნა ჰქონდათ 7 ნოემბერს და მანამდე რასაც აკეთებდნენ, იმ 26 მაისს ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სისხლიანი ძალა“-ამის შესახებ “საზოგადოება ქართული”-ს საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევას და დარბევის დროს განვითარებული მოვლენებს იხსენებს.
ჯანგულაშვილი იმ ხელოვანების ნაწილზე საუბრობს, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ჯილდოები მიიღეს და რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის ყოფნას აპროტესტებენ. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი ხელოვანების მხრიდან, ჯანგულაშვილს სჯერა, რომ კოლეგებმა, ვინც მაშინ იქ იყვნენ, არ იცოდნენ, რომ იმ ღამით ადამიანები დაიღუპნენ.
„მე მაინც მგონია რომ ჩემი კოლეგები, ვინც მაშინ იქ იყვნენ, მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ იქ ადამიანები დაიღუპნენ. არ მჯერა, რომ ისინი ამას შეძლებდნენ და ამიტომ, ვინც იქ მივიდა მაშინ და ჯილდო მიიღო, ან იცეკვა, ან იმღერა, მათ ამის გამო ბოლომდე ვერ გავაკრიტიკებდი იმიტომ, რომ პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ მაშინაც. მაგრამ დღეს, როდესაც ამდენი წელი გავიდა და ამდენი რამ გავიგეთ იმ ძალაზე და როდესაც ზუსტად ვიცით, რომ რაც არ უნდა ეს ხელისუფლება არ მოგწონდეს და ეჭვები გქონდეს, იქ არათუ ეჭვები, დამტკიცებულია, რომ მოხდა დანაშაული და ამის გამო ზოგმა მოიხადა სასჯელი და ზოგმა არ მოიხადა.
ჩემი აზრით, ძალიან ლმობიერი იყო ეს სასჯელი, ვინც მოიხადა. ამის მერე, ამ ძალის მხარდაჭერას ახსნა არ აქვს. მე ზოგიერთი ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და პირდაპირ მაინც ვერ ვიტყვი იმ მძაფრ აზრს, რაც მებადება გულში, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი ძალიან მწარედ ცდებიან.“-აღნიშნა ჯანგულაშვილმა. ჯანგულაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაცას ილუზია აქვს, ახლა რომ მიტინგები იმართება, მთელი ერია გამოსული, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მთელი ერი, ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია.
„შეიძლება ვიღაცას ილუზია აქვს, გუშინ რომ მიტინგი იყო, ახლა რომ მიტინგები იმართება, ეს მთელი ერია გამოსული და ამით იმართლებენ ამ შეცდომას, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მთელი ერი. ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია და ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, ხალხის მწამებლების და 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ. მაშინ მთელი საქართველო შეცდა, უმრავლესობამ ხმა მისცა ამ ძალას და ყველას უნდოდა ცვლილებები. ვინც მაშინ ცდებოდა კიდევ აქვს ამას ახსნა. დღეს, როგორც მაშინ, რაც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილის თაობას, შევარდნაძის და მხედრიონის მობრუნება არავის უნდოდა.
ზუსტად ასეა, დღეს ქართველთა უმრავლესობას არ სურს ამ სისხლისმსმელების მობრუნება. ის ახალგაზრდობა, რომელიც პროპაგანდით არის მოტყუებული, ან რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას სკენ მიჰყავს და ამას აპროტესტებს, არავის გვინდა რუსეთი. ჩვენ გვინდა რუსეთთან რაღაცნაირად ურთიერთობის დალაგება, რომ ომი არ დაიწყონ, არ დაგვბომბონ და არ გადაგვიარონ, მაგრამ არავის გვინდა, რომ ვიყოთ რუსეთის მონები. მაგრამ ის ახალგაზრდობა, რომელიც რუსთაველზეა, არ არის მთელი საქართველო. ეს არის შეიძლება ყველაზე აქტიური, შეიძლება ყველაზე გულწრფელიც, მაგრამ ეს არის ერთი მცირე ნაწილი და ეს კარგად უნდა ახსოვდეთ იმ მომღერლებს, იმ მოცეკვავეებს, პოეტებს, მწერლებს და ვაი მწერლებს, სხვათა შორის, ს ვგულისხმობ, და იმ მთელ წერს, როდესაც ასე ქედმაღლურად გველაპარაკებიან“-განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.