ქართველებს ერთმანეთთან საუბარი გაუჭირდება, თუ სიმართლეს არ აღიარებენ და მოვლენებს ობიექტურად არ შეაფასებენ – ყაველაშვილი

„არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტით ვსაუბრობდეთ,” – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ტელეკომპანია იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში აქციებზე დაზარალდნენ ახალგაზრდები და პოლიციელებიც, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავენ.
ყაველაშვილის აზრით, ქართველებს ერთმანეთთან საუბარი გაუჭირდებათ, თუ სიმართლეს არ აღიარებენ და მოვლენებს ობიექტურად არ შეაფასებენ.
„ქართველებს ძალიან გაგვიჭირდება ერთმანეთთან საუბარი, თუ არ ვაღიარებთ სიმართლეს და მოვლენებს ერთნაირად ობიექტურად არ შევაფასებთ. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს მოსწონდეს ნაცემი ადამიანი, გალახული ადამიანი. ან პროცესებს, რასაც მთელი საქართველო თვალს ადევნებს. დაზარალებული პოლიციელი, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილების სროლის შემდეგ, ცეცხლწაკიდებულია და მეორე მხარეს, ჩვენი ახალგაზრდები, ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ, არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტით ვსაუბრობდეთ, რომ დაზარალდნენ ახალგაზრდები და არ ვსაუბრობდეთ ჩვენს პოლიციელებზე, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავენ.
თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავერთიანდეთ, თუ ჩვენ ორივეს გვიყვარს სამშობლო და ერთმანეთს ვეჯიბრებით პატრიოტიზმში, მაშინ შეფასებაშიც ერთნაირები უნდა ვიყოთ. არ უნდა იყოს მიკერძოება. ეს მარტივად შესაფასებელია ჩემთვის, მაგრამ აბა დავაკვირდეთ მოვლენებს და ამასაც გვერდს ვერ ავუვლით”, – აცხადებს .