ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა. წილისყრა “კარპატის” ამჟამინდელმა და უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა შეაფასა.
– წილისყრაზე რას იტყვით?
– ნორმალური კენჭისყრაა, ყველა გუნდთან საჭიროა არა მხოლოდ ვითამაშოთ, არამედ დავამარცხოთ. წილისყრა ნორმალურია, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.
– ამ ტურნირისგან რას უნდა ველოდოთ?
– ერთა ლიგა საინტერესო ტურნირია. ჩვენი დივიზიონი უნდა მოვიგოთ და მაღლა ავიწიოთ.
– მეტოქეთაგან ყველაზე მეტად ვისთან იქნება რთული თამაშები: ჩეხეთთან, ალბანეთთან თუ საქართველოსთან?
– უკანასკნელ ხანს ყველა გუნდი პროგრესირებს. ალბანეთიც, საქართველო – ახლა
სრულიად სხვა გუნდებია. ჩეხები კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. კიდევ ვამბობ, უკრაინა ამჟამად ფორმაშია და ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაა საჭირო.
– მთავარი კონკურენტი ჩეხეთია?
– ალბანეთიც არაა იოლი მოწინააღმდეგე, ქართველებსაც შეუძლიათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინამ პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.
ამათმა არ იციან ჩვენი ბეტონივით დაცვის და ელვისებური შეტევის ამბავი ალბათ!დიდი ანგარიშით დავამარცხებთ ყველას!სად ბორდო ლევანტე შტურმი კარლსრუე და სად არსენალი ევერტონი ჟირონა???ან სად ჩვენი დინამოები და სად მაგათი შახტარი კიევის დინამო ზორია….არა აშკარად ძლიერები ვართ უფრო!!!