ქართველები “მარსელთან” მატჩისთვის ემზადებიან

15 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, “შახტარი” “მარსელს” ჰამბურგში უმასპინძლებს.
მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა 28 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა შორის ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ლუკა ლაცაბიძე არიან. დღეს გოჩოლეიშვილი 23 წლის გახდა და ქართველს დაბადების დღე კლუბის ხელმძღვანელებმა და თანაგუნდელებმა გულთბილად მიულოცეს.
“ფოლკსპარკშტადიონზე” მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა “ველოდრომზე” 23 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში