ოლიმპიადის ოფიციალური საიტი შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასა და ისტორიის გადაწერას ეხმაურება.
მოგეხსენებათ, 2017 წლის შემდეგ, მას მერე რაც ამ ფორმატით შეჯიბრი ტარდება, გამარჯვებული სულ იაპონია ხდებოდა და მათი ჰეგემონია ფინალში სამხრეთ კორეის 4:1 მარცხით საქართველომ დაამხო და ნახევარფინალში კი უძლიერესი იაპონიაც ჩამოიცილა.
“ქართველები ისე ზეიმობდნენ, თითქოს ტატამი თავად თბილისში იყო გაშლილი. მედლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, მთელი დელეგაცია ეროვნული სიამაყის გამოხატულებით, ქვეყნის დროშებით პოდიუმზე ავიდა.
მათ საცეკვაო წრე შექმნეს, ოქროს მედლებს ოქროს ატრიალებდნენ და “გაუმარჯოს” სკანდირებდნენ. შემდეგ ოლიმპიურ თამაშებამდე სამი წელი რჩება, ძიუდოში ძალაუფლების დინამიკა თავდაყირა და შერეული გუნდების პოდიუმი ღიაა”, – წერს საიტი.
ოლიმპიური საიტი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის მოკლე კომენტარსაც აქვეყნებს, რომელმაც დაჯილდოვების შემდეგ თქვა:
“ჩვენ ჩვენი წვლილით ისტორია დავწერეთ. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ საუკეთესოები ვართ”, – თქვა ბექაურმა.
“ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო” – ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სუპერბიჭები საქმეში – ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
[VIDEO] ისტორიული დღე – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] ეფექტურ სტილში – მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა – პრიზი ვალენსიაში
