ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანმა და გერვასი თაბაგარმა, 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლევან ოჩიგავამ წარმატებით იასპარეზეს.
ჯაჯვანმა ატაცში 149/166 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. მან აკვრაში დაძლეული 193/197 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი გაიმეორა და კვლავ ევროპის რეკორდსმენი გახდა, ხოლო კიდევ ერთი ოქროს მედალი ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამით დაისაკუთრა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
თაბაგარმა ატაცში 138/153 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო, თუმცა აკვრაში უკეთ იასპარეზა და 190/196 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდში მოგროვილი 349 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მანაც შეძლო ევროპის რეკორდის დამყარება.
88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოჩიგავამ აკვრაშიც და ატაცშიც ოქრო აიღო და ორჭიდში დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა. ატაცში 148/154 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის რეკორდსმენის ტიტულიც გაიფორმა. აკვრაში დაძლეული 191 კილოგრამთ კიდევ 1 ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ ევროპის რეკორდი დაამყარა. ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 345 კილოგრამიც და მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია – მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
კახის თასი იწყება – ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ქართველმა გოგონამ ძალოსნობაში ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა