ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ნუსამ დანი ოლმო უნდა შეცვალოს

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “ლაიფციგმა” გვაუწყა, რომ “ბრიუგედან” 19 წლის ნორვეგიელი შემტევი ანტონიო ნუსა შეიძინა.
გარიგების საფასურმა 28 მილიონი ევრო შეადგინა, ახალგაზრდა ფეხბურთელთან კი შრომითი ხელშეკრულება 5 წლით გაფორმდა.
ანტონიომ ახალ კლუბში დანი ოლმო უნდა შეცვალოს, ვინაც თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” მიაშურა.
ნუსა ქართველ გულშემატკივარს ალბათ კარგად ახსოვს. 2023 წლის სექტემბერში ის ოსლოში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც ნორვეგიელებმა 2:1 დაგვამარცხეს, ძირითადში იყო და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა, მთელი მატჩის განმავლობაში კი ძალიან აქტიური იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში