ქარელში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საქაშეთში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა.

არსებული ცნობით, ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ მადიარი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს: ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე, ეს ჩვენი სტილი არ არის