ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს.