ქარელში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახნენ | დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).