ქარელში მამაკაცი მოკლეს – შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა შემთხვევის ადგილზე მისული ორი პოლიციელიც დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მერის წარმომადგენლის ძმაა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე გადაყვანილია კლინიკაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება