ქარელთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კნო­ლე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს.
ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.
“აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­ურ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი „ცხე­ლი ხაზი“. ინ­ფორ­მა­ცია უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მო­რი­გი ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს. ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ ჩა­დე­ნილ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ