ქარბუქის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა

რთული ხილვადობის და უამინდობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა.
როგორც IPN-ს კახეთის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქია, რის გამოც, გადადგილება დროებით შეიზღუდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.
ასევე, შუამთის მონასტერთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მიმართულებით ავტომობილების გადადგილებას აკონტროლებს.