ქამბექი 0:2-დან – “ჰაიდენჰაიმმა” “ბაიერნი” დაამარცხა და 7 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]

ბუნდესლიგის 28-ე ტურში “ჰაიდენჰაიმმა” “ბაიერნს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, გატანილი გოლიდან 7 წუთში კი “რეკორდმაისტერი” სერჟ გნაბრიმ წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და ერთწუთიან მონაკვეთში კევინ სეშას და ტიმ კლეინდიენსტის გოლებით მეტოქესთან ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
79-ე წუთზე კი კლეინდიენსტმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ჰაიდენჰაიმი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, აღსანიშნავია, რომ მათ “ბაიერნთან” გამარჯვებით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
“ბაიერნი” 60 ქულით მეორე ადგილზეა და
ლიდერ “ლევერკუზენს” 16 ქულით ჩამორჩება, “რეკორდმაისტერი” მორიგ მატჩს, სამშაბათს, 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში “არსენალთან”, სტუმრად გამართავს.