ქალი, რომელიც ბავშვობიდან ჯაშუშობაზე ოცნებობდა – რა არის ცნობილი წარმოშობით ქართველ ბლეიზ მეტრეველზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს?

ქალი, რომელიც ბავშვობიდან ჯაშუშობაზე ოცნებობდა – რა არის ცნობილი წარმოშობით ქართველ ბლეიზ მეტრეველზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს?
დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის, მსოფ­ლი­ო­ში MI6-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის 47 წლის ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლი და­ი­ნიშ­ნა. მეტ­რე­ვე­ლი პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვას უხელ­მძღვა­ნე­ლებს.
ინ­ფორ­მა­ცია MI6-ის უფ­რო­სად ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ 15 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნდა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის სა­იტ­ზე. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კირ სტარ­მერმა გა­ნა­ცხა­და, რომ მეტ­რე­ვე­ლის “ის­ტო­რი­უ­ლი და­ნიშ­ვნა” მოხ­და იმ დროს, როცა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც არას­დროს.
“ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის ის­ტო­რი­უ­ლი და­ნიშ­ვნა იმ დროს ხდე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დიდი ბრი­ტა­ნე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას, იქ­ნე­ბა ეს აგ­რე­სო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ჩვენს წყლებ­ში ჯა­შუ­შურ გე­მებს გზავ­ნი­ან თუ ჰა­კე­რე­ბის­გან, რო­მელ­თა დახ­ვე­წი­ლი კი­ბერ­გეგ­მე­ბი ჩვე­ნი სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბის ჩაშ­ლას ისა­ხავს მიზ­ნად“, – გა­ნა­ცხა­და მან.
· ბლეზ მეტ­რე­ვე­ლი, კა­რი­ე­რუ­ლი დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რია, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურს 1999 წელს შე­უ­ერ­თდა. ის სერ რი­ჩარდ მურს დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოქ­ტომ­ბერ­ში შეც­ვლის და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მე-18 უფ­რო­სი გახ­დე­ბა. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის დიდი ნა­წი­ლი უკავ­შირ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ევ­რო­პა­ში.
47 წლის მეტ­რე­ვე­ლი ამ­ჟა­მად MI6-ის Q დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მა­ნამ­დე კი შიდა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ში, დი­რექ­ტო­რის დო­ნის სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და.
მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტ­რე­ველს გა­ნათ­ლე­ბა კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პემ­ბუ­კის კო­ლე­ჯში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ის ან­თრო­პო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და.
მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. იძებ­ნე­ბა მისი ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მეტ­რე­ველ­მა სამი წლის წინ Financial Times-ს მის­ცა (ის სტა­ტი­ა­ში ანო­ნი­მუ­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ფსევ­დო­ნი­მით – “ადა“).
“ინ­ტერ­ვი­უ­სი მეტ­რე­ველ­მა აღი­ა­რა, რომ ბავ­შვო­ბა­შიც კი, ჯა­შუ­შო­ბა იყო ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხუ­რი, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­და,“ – წერს გა­მო­ცე­მა.
ის გა­სულ წელს წმინ­და მი­ქა­ე­ლი­სა და წმინ­და გი­ორ­გის ორ­დე­ნის რა­ინდ-კო­მან­დო­რად და­ი­ნიშ­ნა.
ახ­ლა­ხან ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ კი გა­ნა­ცხა­და:
“ვა­მა­ყობ იმით, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. MI6 სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს – MI5-თან და GCHQ-თან ერ­თად, ბრი­ტა­ნე­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და სა­ზღვრებს გა­რეთ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­ში. მო­უთ­მენ­ლად ველი ამ სა­მუ­შა­ოს გაგ­რძე­ლე­ბას MI6-ის მა­მაც ოფიც­რებ­თან, აგენ­ტებ­თან და ჩვენს მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­თან ერ­თად“.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1909 წელს, და­არ­სე­ბის დღი­დან, MI6-ს არას­დროს ჰყო­ლია ქალი ხელ­მძღვა­ნე­ლი.
· Financial Times წერს, რომ 47 წლის ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის გვა­რი ქარ­თუ­ლია, იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს არა­ბულ ენას და სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­შიც
მეტ­რე­ვე­ლის თქმით, მისი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ეს­წავ­ლა ბირ­თვუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის “ძა­ლი­ან ღრმა მეც­ნი­ე­რე­ბა“. (ამბები.ჯი ,,გარდიანზე” დაყრდნობით)