„ქალი, ინვალიდი, კლიმატური კრიზისი…“ – ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სიტყვების აკრძალვას განიხილავს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საჯარო დოკუმენტებში, ვებ-გვერდებსა და ტექსტებში ასობით სიტყვის გამოყენების აკრძალვას ან შეზღუდვას გეგმავს. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, -ს ფედერალური სააგენტოები ამჟამად ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტიდან ამ ტერმინების ამოღებაზე ან მათი გამოყენების შეზღუდვაზე მუშაობენ. ეს სიტყვებია: აქტივისტები, ანტირასიზმი, კუთვნილება, ძუძუთი კვება, კლიმატური კრიზისი, მრავალფეროვნება, თანამეგობრობა, ინვალიდობა, დისკრიმინაცია, თანასწორობა, ქალები, ფემინიზმი, გენდერი, ტრანსგენდერი, იმიგრანტები, ლგბტ, მენტალური ჯანმრთელობა, უმცირესობები, არაბინარული, ჩაგვრა, ორიენტაცია, ორსულობა, რასობრივი სამართლიანობა, რასიზმი, ტრავმა ან მსხვერპლები.
ეს არის პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ყველა „D.E.I.“-ის (მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა) ამოღებას -ს ადმინისტრაციის ლექსიკიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს უმცირესობებისთვის კოლეჯში მიღებისა და სამსახურის ძიებისას შეღავათების გაუქმებას.
პრეზიდენტს სურს, მასშტაბურად შეზღუდოს იმ სიტყვების გამოყენება, რომლებიც მის პოლიტიკას არ შეესაბამება. ზემოთ მოყვანილი სიტყვების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, არასრულია და შესაძლოა, 200 სიტყვასაც კი აღემატებოდეს. თუ ფედერალური მოხელეები მთლიანად არ აკრძალავენ ამ სიტყვების გამოყენებას, მათზე შეზღუდვები ნამდვილად დაწესდება. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ – თუ, მაგალითად, რომელიმე კომპანიას სურს გრანტის მუღება ან სახელმწიფოსთან კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ერთ-ერთ აკრძალულ სიტყვას, ეს შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს დონალდ ტრამპის ბრძანებულებასთან და კომპანიის მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…