“ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს” – ზუგდიდში საზარელი მკვლელობა მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გაამთენიისას სცადეს. ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.
სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ. შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ