ქალი ამბობს, რომ გაგუას კლინიკაში დაცვის თანამშრომელმა სექსუალურად შეავიწროვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ქალის მონათხრობი, სადაც ის გაგუას კლინიკაში დაცვის თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება. მომხდარზე კლინიკა ინფორმირებულია, დაცვის თანამშრომელი კლინიკაში აღარ მუშაობს. თუმცა ამ დრომდე არ ადასტურებს, მიმდინარეობს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.
„13 აგვისტოს ღამით შვილი მივიყვანე გაგუაში. ვიჯექი სკამზე დარბაზში, რა დროსაც მოვიდა დაცვა და მითხრა რომ აქ ცოდო ვიყავი და მოსასვენებელ ოთახში გავყოლოდი. ამიყვანა მეორე სართულზე საორდინატოროში, სადაც რამდენიმე საწოლი იდგა. მოვთავსდი ამ საწოლზე, დაცვა გავიდა. რამდენიმე წუთში ისევ შემოვიდა, გადაკეტა კარები, ჩამომიჯდა საწოლთან, ხელით შეეცადა მომფერებოდა და მითხრა, სასტუმროში ხომ არ წავსულიყავითო. შეშინებული წამოვვარდი საწოლიდან. ჩანთებს ხელი დავავლე და კარს მივვარდი. გასაღებით გავაღე და გამოვვარდი გარეთ. შეშინებული და აცახცახებული დავჯექი ქვემოთ შემოსასვლელში. ვინაიდან ჩემი შვილი აჰყავდათ ბლოკში და მეც იქ უნდა ავსულიყავი. სამშობიარო ჩანთა უნდა ჩამებარებინა დაცვისთვის, სხვა გზა არ მქონდა, მოვძებნე ეს დაცვა. ჩანთის დატოვების თაობაზე უნდა მეცნობებინა. რომ მოვიდა, ვკითხე, როგორ ან რატომ იკადრა მსგავსი რამ. ძალიან უწმაწური და შეურაცხმყოფელი პასუხი მივიღე, თან მეპატიჟებოდა გარეთ. მე გაშლილი ხელით ორჯერ გავარტყი სახეში და გამოვიძახე პატრული. მოვიდა ორი ეკიპაჟი და დაიწყეს რეაგირება. დაცვა იყო ნასვამი, არავითარი რეაგირება გაგუას კლინიკიდან, ან ბოდიში, ან რა მოხდა. შეურაცხყოფილი და დაუცველი ვიყავი ასეთ სანაქებო კლინიკაში“ — წერს ქალი.
ნეტგაზეთს გაგუას კლინიკაში განუცხადეს, რომ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ახალი მიღებული ჰყავდათ, იმავე დილით დაუყოვნებლივ გაუშვეს სამსახურიდან, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და არ დაიხევენ უკან, თუ დაზარალებულ ქალს მათთან რამე მოთხოვნა ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”