ქალის მკვლელობამ სოხუმში ოჯახში ძალადობის საკითხი წინ წამოწია

აფხაზი აქტივისტები ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღებას მას შემდეგ ითხოვენ, რაც ცნობილი გახდა, რომ სოხუმში ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. მედიის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები განიხილავენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ცალკე კანონის საჭიროებას. წერს “კავკაზსკი უზელი”.
ტელეგრამ არხის “Абхазия-центр-ის” ინფორმაციით, 16 აგვისტოს, აფხაზეთში [დე ფაქტო] მცხოვრები ქალი ყოფილი მეუღლის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ყოფილი მეუღლის მოკვლაში, დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევასთან მიმართებაში, რომელიც სოხუმში 36 წლის ქალის მკვლელობას უკავშირდება.
“განსაკუთრებით შემზარავია ის ფაქტი, რომ ეს დანაშაული მისმა ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა, რომელმაც შვილები დედის გარეშე დატოვა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ქალის მკვლელობა ჩვენს ქვეყანაში. ეს მიუთითებს გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომ მიიღონ კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელიც უკვე მრავალი წელია არის ს რესპუბლიკის პარლამენტში”, – ციტირებს მათ ერთობლივ განცხადებას “ნუჟნაია გაზეტა”.
“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 2023 წლის დეკემბერში, ფორუმის მონაწილეებმა “ქალების უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა აფხაზეთის რესპუბლიკაში” მოუწოდეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას, მიეღოთ კანონი “ოჯახური ძალადობისაგან დაცვის შესახებ”.
მათ აღნიშნეს ისიც, რომ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევები იზრდება და ისინი პრაქტიკულად დაუცველნი რჩებიან, რადგან ამ კუთხით კანონმდებლობა საკმარისად არ არის განვითარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?