ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო.
18 აპრილს, ირის ანტმანის გუნდი, ტორსჰავნში, ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისთვის ნაკრები სფფ-ის ტექნიკური ცენტრ ავაზას მოედანზე ემზადება.
ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიკე-ლუსოს თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, 16 აპრილს კი გუნდი ფარერის კუნძულებზე გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე ()
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა , ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
NAKREBI.GE