საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე მატჩისთვის მზადებას დუბლინში აგრძელებს.
28 ოქტომბერს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ტალა სთეიდიემზე ივარჯიშებს. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დაუბრუნდებიან, რომლებმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
ირლანდია – საქართველოს პლეი ოფის მეორე შეხვედრა 29 ოქტომბერს, დუბლინში გაიმართება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო),
გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი)
nakrebi.ge