ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრები გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები სპეციალიზებული პროკურორების მონაწილეობით, საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ხაშურსა და ქობულეთში მანდატურებთან, სოციალურ მუშაკებთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან გაიმართა.
„შეხვედრების ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა პროკურორებს გაუზიარეს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, დასვეს შეკითხვები მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხებზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
16-დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა