ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“

ქალთა მარშის მონაწილეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს სახლთან მივიდნენ.
მარშის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს. ჩემოდნებზე წერია: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.
ქალთა მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “წადი, წადი”.
მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და ისინი რჩებიან”.
“ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვრჩებით. რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ეს ჩანთები ჩვენი არაა, ეს ჩანთები ოლიგარქისაა, ამიტომ ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით”, – განაცხადა ეკა დემეტრაძემ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მსვლელობის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს სიგნალებით ამხნევებდნენ ავტომობილების მძღოლების ნაწილიც.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?