„ქალები მომავლისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ბიზნესფედერაზია აზიარებს შარშანდელ განცხადებას და ამბობს, რომ კვლავ რჩება საკუთარ პოზიციაზე.
„ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსილიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ქალები მომავლისთვის” ბიზნესასოციაციაა, რომელიც აერთიანებს ქალებს სხვადასხვა სფეროდან. ასოციაციის გენერალური დირექტორია მაია მახათაძე, სამეთვალყურეო საბჭოს კი ხელმძღვანელობს ნინა , რომელსაც 2014-2017 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ