“ქალები დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის მომავლისთვის” – პრეზიდენტი ქალთა მარშს მცირე ხნით შეუერთდა

პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო ს ჩატარების მოთხოვნით თბილისსა და ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა.
თბილისში გამართული ქალთა მარშის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რა დროსაც მათ მცირე ხნით შეუერთდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და შემაღლებული ადგილიდან მიმართა.
“ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის”, – თქვა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც იგი კვლავ სასახლეში დაბრუნდა.
ქალების მარში 25 დეკემბერს, ფილარმონიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირის გავლით ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რის შემდეგაც მარში პარლამენტთან დაასრულეს.
ქალთა მარშს ზუგდიდშიც შეუერთდნენ. ქალები მთავარ ბულვარში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობა გამართეს. რამდენიმე წუთით გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გზა და მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს.
მარშის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც 28-ე დღეა საპროტესტო აქცია ტარდება.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ადმინისტრაციის შესასვლელთან ახლოს, კიბეზე დგომის უფლება არ მისცა.

მარშის მონაწილეების მიერ ამ ფაქტის გაპროტეატების შემდეგ, მათ ნება მისცეს სააურველ ლოკაციაზე დგომის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის – ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება