“ქალბატო ელისო, ბოლოს გედიც მღერისო… მოღალატეს ხომ იცი, რა სასჯელი ელისო!” – პეტრე კოლხი

ქალბატონო ელისო, შენ მოსკოვი გელისო… იმ სულიერ სიმწირეს, პარიზი ვერ შველისო…
ქალბატო ელისო, ბოლოს გედიც მღერისო… მოღალატეს ხომ იცი, რა სასჯელი ელისო!..
ქალბატონო ელისო, არ გეკადრებათ, თქვენ იმ ადამიანებს უწოდეთ უსამშობლო, რომლებიც სამშობლოს და ოჯახის გადასარჩენად, საკუთარ ფუძეს მოწყდნენ და გაუგონარი შრომის ფასად არჩენენ შვილებს, მშობლებს, ახლობლებს…
თქვენ იმ ადამიანებს დასცინეთ და აბუჩად აიგდეთ, ვისაც ქვეყნის და ერის სიყვარულს სამწუხაროდ ვერ ასწავლით…
თქვენ იმ მთავრობას ეკუთვნით, რომლის ბელადმა ამომრჩეველი მოატყუა, ქართველების ინტერესები ფეხქვეშ გათელა და თავად ურჩია, წადით გერმანიაში და ფიზიკური შრომოთ გადარჩითო….
თქვენ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, ევროპას გარყვნილს რომ უწოდებს, მაგრამ სილამაზის სალონის გამოც მილანში რომ დაფრინავს…
თქვენ იმ პარლამენტში უსაქმურობისაგან ამთქნარებთ, სადაც ხელფასს ქართველების გაძვალტყავებული ჯიბიდან გიხდიან…
ქალბატონო ელისო, იმ სამშობლოს შვილებმა ვინც ნდობა გამოგიცხადათ, დღეს უსამშობლოს უწოდებთ…
მეტი პასუხიამგებლობა და ღირსება გმართებთ!.. მეტი კრძალვა და თავაზიანობა მოგიხდებოდათ…
ეს შინაგანი კულტურაა, ქალბატონო ელისო, რასაც პარიზში მოგზაურობით ვერ ამოივსებთ!..

ასევე დაგაინტერესებთ