ქალბატონ სალომეს შეუძლია დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა — სააკაშვილი

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალოს.
როგორც სააკაშვილმა სასამართლოს პროცესზე განაცხადა, მას არ სურს, რამე სთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა ზურაბიშვილს შეუძლია არ გაინაწილოს პასუხისმგებლობა მის პატიმრობაზე .
მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად შეაქო პრეზიდენტი Le Monde-ისთვის მიცემული ინტერვიუსთვის, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ერთადერთ ოლიგარქად მოიხსენია. სააკაშვილმა თქვა, რომ Le Monde-ი თავის სარედაქციო სტატიაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდა, გამოეყენებინა შეწყალების უფლება.
„ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში შეხვდა. განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, მე არ მინდა, ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო. უბრალოდ მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს. მისი თქმით, მე ვამბობ, რომ ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, ფიზიკურად [უკეთესობას], სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ. ამბობს, რომ მე აღარ მაქვს უცხოეთში გამგზავრების სურვილი. ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ ს წინააღმდეგ აღძრულია სხვა საქმეები, რომელზეც განაჩენი დამდგარი არ არის [და შესაბამისად, შეწყალება ვერ მოხდება]
„ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე. დანარჩენები ორ საქმესაც აღძრავენ და 30-საც, მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქის და რუსეთში მისი პატრონების პასუხისმგებლობა. თქვენ რატომ იღებთ თქვენ თავზე ამის პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, რომ გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ“, — მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ოცნებას“ ერთი სული აქვს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ამ პოსტზე ს კანდიდატურას ამზადებს, პრემიერად კი — ს.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას