ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი –

ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი, რომ ვუყურე მის ბოლო ბრიფინგს, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, აშკარად სურდა, კიდევ 5-6 წელი ყოფილიყო თანამდებობაზე, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში სალომე ზურაბიშვილის დასაცავი კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, განაწყენებულია ხალხზე, განაწყენებულია ყველაზე, ვინც უპირისპირდება მისი მხრიდან სკამის შენარჩუნებას.
„შესაბამისად, მას აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა. მისი ეს მძიმე ემოციური მდგომარეობა რაღაცნაირად არის დასაცავი, ამაში ვეთანხები შესაბამისი კამპანიის ავტორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი რესლური პოლიტიკური პერსპექტივა არის ის, რომ 29 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
„მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება უფლებამოსილების ვადა. ეს არის, რეალურად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, დროში თუ განვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარკვეული გავლენა ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, ეს იყო თანამდებობა, მას 29 დეკემბრის შემდეგ არავითარი რესურსი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5-კვირიანი მომავალი და არაუმეტეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში