ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დავიკავეთ და გადავედით ოპერაციის მომდევნო ეტაპზე | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოვ გალანტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯარმა ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დაიკავა.
როგორც გალანტი ამბობს, ახლა ს თავდაცვის ძალები (IDF) სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდნენ.
“ოპერაცია გრძელდება, ძალიან მკაფიოდ, შერჩევითად და მიზანდასახულად. IDF-მა ქალაქ ღაზის დასავლეთის ნაწილი დაიკავეს, რომელიც ტერორისტებისგან და “ჰამასის” ობიექტებისგან გაწმინდა. დაწყებულია სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი,” – განაცხადა გალანტმა.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.