დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქალაქ ონთან ორი მიწისძვრა მოხდა.
პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 17:44 საათზე მოხდა. ბიძგი მალევე, 17:50 საათზე განმეორდა – მეორე მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.
