ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის საავიაციო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი მ, რომელმაც განაცხადა, რომ რაკეტა “ჩვეულებრივი სახლის მახლობლად მდებარე სათამაშო მოედანს” მოხვდა. ზელენსკის თქმით დაღუპულების გარდა არიან დაშავებულებიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ, მოქმედებს ოპერატიული შტაბი.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ნიკოლაევზე დარტყმა X-59 რაკეტით განახორციელა.

რუსეთს მორიგ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის