ქალაქ მარნეულში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულში 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 000 ბენეფიციარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით შეძლებს სარგებლობას.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მარნეულის გარკვეულ ქუჩებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე დაზიანებული გზების სავალი ნაწილის სრულად აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, დავით კაჭარავასთან, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სულ, ჯამში 10 კილომეტრამდე გზის საფარის აღდგენა მოხდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 5 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, ხუდია ბორჩალოელის ქუჩაზე გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად გასანოვის ქუჩაზე ზედა ფენის მოწყობის, ხოლო ქიქოძისა და ჟორს ქუჩაზე ასფალტის საფარის აღდგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”