ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო დღეებში, ქალაქში ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალება იყიდება, კოკაინის სახელით, რომელსაც რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა მოხდა, მათ შორის ლეტალური.
ნარკოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.
არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.
გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს,” – წერს ნარკოლოგი.
მანამდე ნარკოლოგი ბაზარზე კლეფედრონის გამოჩენაზეც იუწყებოდა. კლეფედრონი არის აკრძალული და სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება. მისი გამოყენება იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, ფსიქოზურ მდგომარეობებს, აგრესიას, დაბნეულობას და გრძელვადიან გართულებებს, მათ შორის გულის და ტვინის პრობლემებს
