ქალაქში ტურისტული დატვირთულობა საგრძნობლად შემცირებულია, რაც ჩვენზეც აისახება – „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

ზოგადად ქალაქში ტურისტული დატვირთულობა საგრძნობლად შემცირებულია და ეს, რა თქმა უნდა, თითოეულ სასტუმროზე, მათ შორის, ჩვენზეც აისახება, – ამის შესახებ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა, ნატალია ჩანადირმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად ამ ტენდენციისა, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ადმინისტრაციის მოლოდინი საშობაო სეზონის მიმართ, პოზიტიურია. სადღესასწაულო პერიოდში სასტუმრო თითქმის სრულად დატვირთულია.
როგორც ნატალია აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით, სასტუმროს დამსვენებლების ჯამურ რაოდენობაში ქართველებს ძალიან მცირე წილი უჭირავთ, მათი ძირითადი მომხმარებლები უცხოელები არიან.
“ჩვენთან ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ქართველები უფრო ნაკლებად. ზოგადად, საქართველოში, ყველაზე მეტი ტურისტი არის დან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, დან და ასევე, ევროპიდან და ამერიკიდან.
რაც შეეხება, ტურისტების რიცხვის შემცირებას – კლება ძირითადად, გალფის ქვეყნებიდან, დუბაიდან და ს მიმართულებებიდან შეინიშნება“- აღნიშნავს ნატალია ჩანადირი.
ცნობისთვის, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიის Marriott International-ის გუნდში შემავალი სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” 1991 წლიდან ოპერირებს. Marriott მსოფლიოს მასშტაბით 30-ზე მეტი ბრენდით და 8 900-ზე მეტი სასტუმროთია წარმოდგენილი. საქართველოში Marriott International-ი 5 ბრედით და 9 სასტუმროთი არის წარმოდგენილი. მათ შორის, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, Tbilisi Marriott, Courtyard by Marriott, Moxy Tbilisi, Luxury Collection Tbilisi, Le Meridien Batumi, Sheraton Batumi, Courtyard Batumi & Paragraph Autograph Collection
“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა ძველ თბილისთან ახლოს, რომელიც 14 კმ-ით არის დაშორებული აეროპორტიდან.
დღეისათვის, სასტუმრო “შერატონ თბილისი” 220 ოთახითა და ლუქსით არის წარმოდგენილი ბაზარზე. უმეტესობა მათგანი აივნებითა და და ძველი თბილისის ხედებით არის. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ხუთი რესტორანი ნებისმიერი კულინარიული გემოვნების ადამიანისთვისაა განკუთვნილი: თანამედროვე ქართული სამზარეულოს საუკეთესო არომატები ATI რუფტოპ რესტორანში, ხოლო სპორტის მოყვარულთა საუკეთესო შეკრების ადგილი „კრაფტ ჰაუსი“.
სასტუმრო ასევე, მოიცავს ქალაქში უდიდეს 2 000 კვ.მ საბანკეტო სივრცეს, მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის, 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზს საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ა.შ.
სასტუმროში ფუნქციონირებს სპა, პაუზა და უახლესი სატრენაჟორო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი, რესტორანი და ღია აუზი.
ბიზნესპარტნიორი