ქალაქი ფოთი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტი “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ 2023 წლის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
“საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას“ ფოთის მერია, უკვე მეორე წელია, წარმატებით ახორციელებს. პროექტის მონაწილე მოზარდები 10 დღის განმავლობაში ეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს, კინოსა და კულტურის მენეჯმენტს.
თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და რეჟისორები ატარებენ.
“საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი “ოქროს პეპელა” მოიპოვა.
“ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ახალი მუნიციპალური სერვისების და სისტემური მიდგომების დანერგვას ქალაქის განვითარების პროცესში,” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული