ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც მიიღო რუსული კანონი, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები, ასამართლებს არასამთავრობო სექტორს, თავს ესხმის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, ბრალს დებს ევროპულ კავშირს შეთქმულების თეორიებში, თავს ესხმის სხვადასხვა სახელმწიფოების წამყვან პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მეთაურებს, ამავე დროს, ამბობს: „მტკიცედ არის ევროპული ინტეგრაციის ერთგული“.
ხელისუფლება, რომლის „ტიტუშკებიც” თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს დღისით, მზისით, ქუჩებში ესხმიან თავს, ეს ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ის იცავს ჟურნალისტებს. ხელისუფლება, რომელიც ჩართულია კორუფციაში, ამბობს რომ მოწინავეა კორუფციასთან ბრძოლაში.
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც არის ძალიან მაღალი, 78%. ასევე ვხედავთ, უმრავლესობა თვლის, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ძალიან საზიანო სახელმწიფოსთვის. ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ რეჟიმს აკისრებს.
ეს მნიშვნელოვანი განაცხადია ქართველი ხალხის მხრიდან. ხალხი კარგად ხედავს, რა შანსები გვაქვს ახლა მოცემული, ისტორიული რეალობების ფონზე როგორ გვაკარგვინებს ამას ხელაღებით კრიმინალური ბანდფორმირება „ქართული ოცნება“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება.
„ქართული ოცნება“ რამდენიმე ასეულ “რობოკოპზეა” ჩამოკიდებული და გადაწყვიტა, მილიონობით ქართველს წაართვას ევროპული პერსპექტივა, უვიზოდ სიარულის შანსი, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები.
განსაკუთრებით თვალშისაცემი: ეს სტატისტიკა არის დედაქალაქის მასშტაბით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალაქის 70% ოპოზიციურია, ეს ხალხი გამოვა და დაასრულებს რუს მერს ამ ქალაქში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვა ქართველი ხალხი და დაასრულებს „რუსული ოცნების“ ანტიქართული რეჟიმის ბოგინს.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ეს პრინციპული და მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რომელიც უნდა დასრულდეს ყველა იმ კრიტიკული წერილის დაბრუნებით, სადაც „ქართული ოცნება“ გამორჩეულად სუსტია და უნდა დასრულდეს ქართული სახელმწიფოს ქართული ხალხისთვის და ევროპული გზისთვის
