,, ქალაქის მერი ერთადერთი თანამდებობაა, სადაც მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,1) ქალაქის მერი ერთადერთი თანამდებობაა, სადაც მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას, ანუ თბილისს უნდა ჰყავდეს თბილისელი მერი, ქუთაისს ქუთაისელი, ბათუმს ბათუმელი და ა.შ.
2) მერი ასევე უნდა იყოს განათლებული, სუფთა წარსულის და მყარი ოჯახის პატრონი.
3) პარტია პოლიტიკური საქმიანობის გარდა წესით იმიტომ არსებობს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობის გამო მოღალატის იარლიყის მიწებება არასწორია.
4) მერს არ აქვს შესაძლებლობა მოგვაროს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრობლემატიკა, ის კონცენტრირებულია კონკრეტულად ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
5) მერის იქნება ეს, საკრებულოს, საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო, ბიზნესმენებს პოლიტიკაში ხმას ნუ მისცემთ. როგორც ეიზენჰაუერი ამბობდა: “ბიზნესმენი ძირითადად კონცენტრირებულია საკუთარ ჯიბეზე და არა ხალხის ინტერესებზე.”

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?