ქალაქები და სტადიონები, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს – კიდევ რას ვნახავთ ამ არენებზე [PHOTOS]

ევროპის ჩემპიონატი დღეიდან ზუსტად ერთ თვეში, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით დაიწყება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირში 18 ივნისს ჩაერთვება. გთავაზობთ ქალაქებს და სტადიონებს, სადაც “ჯვაროსნები” ითამაშებს და ყველა მატჩს, რომლებიც ამავე არენებზე ჩატარდება.
ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ და მესამე დაპირისპირებას რურის მიწაზე, დორტმუნდსა და გელზარკირხენში გამართავს, შუაში კი აქედან საკმაოდ შორს, ჰამბურგს ესტუმრება.
“სიგნალ იდუნა პარკი”
.დორტმუნდის “ბორუსიას” სტადიონი 81 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს, მაგრ
ამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მსგავს ტურნირებზე ყველა ბილეთის რეალიზება არ ხდება. ამ სტადიონის ბინადარმა კლუბმა წელს სასწაული შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. დაველოდოთ, ისინი მადრიდის “რეალთან” მეტს რამდენად მიაღწევენ…
საქართველოს ნაკრები “იდუნა პარკზე” 18 ივნისს, იქაური დროით 18:00 საათზე (ჩვენი დროით 20:00 სთ), ევროპირველობის პირველ ტურში თურქებს დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის სხვა მატჩები, რომლებიც ამ სტადიონზე შედგება:
15 ივნისი, 23:00 სთ (თბილისის დრო)
იტალია – ალბანეთი;
22 ივნისი, 20:00 სთ –
თურქეთი – პორტუგალია;
25 ივნისი, 20:00 სთ –
საფრანგეთი – პოლონეთი

“ვოლკსპარკსტადიონი”

ჩვენი გუნდი მეორე ტურში ჰამბურგში, “ვოლკსპარკსტადიონზე” ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშება – 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე (ოფიციალური ტევადობა 57 ათასი). ამ ქალაქის გუნდში გიორგი ჩაკვეტაძეს უთამაშია.
სხვა მატჩები, რომლებიც აქ ჩატარდება:
16 ივნისი, 17:00 სთ (თბილისის დრო)
პოლონეთი – ნიდერლანდები;

19 ივნისი, 17:00 სთ –
ხორვატია – ალბანეთი
26 ივნისი, 23:00 სთ –
ჩეხეთი – თურქეთი

“ფელტინს არენა”
ჯგუფურ ეტაპს გელზერკირხენში, “ფელტინს არენაზე” დასარულებთ, სადაც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში მყოფი კიდევ ერთი ისტორიული კლუბი, “შალკე” თამაშობს, რომელთანაც ლევან კობიაშვილს ბევრი ლამაზი ეპიზოდი აკავშირებს. სტადიონი 62 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება აქ 26 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ჩატარდება.
სხვა მატჩები, რომელთაც გელზერკირხენი უმასპინძლებს:
16 ივნისი, 23:00 სთ –
სერბეთი – ინგლისი;

20 ივნისი, 23:00 სთ –
ესპანეთი – იტალია