ქათამაძე: არ ვიცი, ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს, რადგან მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას

თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის და არ ჩერდება, ადამიანს არ შეუძლია ეს შიგნით გააჩეროს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი სიმართლის ხმა არსად ისმის და ვერავის ვერ აგებინებ, ამიტომ დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა. ძალიან რთულია მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს. ეს ხმა ასეთი ხმაურიანი იმიტომ აღმოჩნდა, რომ მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას