ქადაგიძე: მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა”, თუ როგორაა ეს ამბავი?!

„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დასავლეთისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისაღებია, საქართველოსთვის კი თურმე მისი ინიცირება არ შეიძლება, რაც პარტნიორების მხრიდან ორმაგ სტანდარტებს აჩვენებს და ეს მიუღებელია.
„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა; ანუ, ამერიკული „ფარა“, ფრანგული კანონპროექტი და ევროკავშირში გაჟღერებული ინიციატივა გამჭვირვალობაზე აუცილებელია მათთვის და აკრძალულია ქართველებისთვის?! რა ვიცი, აბა, მოსკოვისთვის რაც ნებადართული იყო და თბილისს ეკრძალებოდა, მაგას არ ვებრძოდით?! მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა”, თუ როგორაა ეს ამბავი?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს